Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტმა ექსტრემისტებმა კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიპყრეს სირიაში


ისლამისტმა ექსტრემისტებმა სირიის არმიის ორი მნიშვნელოვანი ბაზა დაიპყრეს ორდღიანი ინტენსიური შეტაკებების შემდეგ. ორივე ბაზა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობებში მხოლოდ ერთი ბაზის დაპყრობაზე იუწყებოდნენ. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიისა“ და იდლიბელი აქტივისტების ინფორმაციით, ვადი დეიფისა და ჰამიდიეს ბაზები 15 დეკემბერს აიღეს ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფების, მათ შორის „ალ-ნუსრას ფრონტის“ მებრძოლებმა. ობსერვატორიის მონაცემებით, ბრძოლების დროს დაიღუპნენ სულ ცოტა, 31 ჯარისკაცი და 12 ოპოზიციონერი მებრძოლი. სამოქალაქო ომმა, რომელიც სირიაში 2011 წლიდან გრძელდება, 200 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG