Accessibility links

logo-print

სიდნეიში გრძელდება მძევლების აყვანით გამოწვეული კრიზისი


ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებულ პირს აყვანილი ჰყავს მძევლები, რომელთა რაოდენობაც კვლავინდებურად უცნობია. 15 დეკემბრის სატელევიზიო კადრებზე ჩანს ხელებაწეული სამი ადამიანი ფანჯარასთან და შავი დროშა არაბული წარწერით. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისმოდა, სავარაუდოდ, სროლის ხმა, მაგრამ დაჭრილებზე არაფერს იუწყებიან. ინციდენტის დაწყებიდან ექვს საათში, შენობიდან ხელებაწეული გაიქცა სამი ადამიანი, მოგვიანებით - კიდევ ორი კაცი. პრემიერ-მინისტრ ტონი აბოტის განცხადებით, ინციდენტი შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი მოითხოვს ექსტრემისტების ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ დროშას და მოლაპარაკებას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ პოლიცია ჯერ უარს ამბობს კომენტარზე.

XS
SM
MD
LG