Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიდნეიში ორი ადამიანი დაიღუპა მძევლების გასათავისუფლებელი ოპერაციის დროს


ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა ოპერაციის დროს, რომელიც ავსტრალიის პოლიციამ ჩაატარა კაფეში აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად. ცნობების თანახმად, დაიღუპა ერთი მძევალი და თავდამსხმელი. მსხვერპლი მოჰყვა სროლას, რომელიც დაიწყო კაფეში პოლიციელების შეჭრასთან ერთად. ოპერაცია დაიწყო ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მძევლები აიყვანა 50 წლის ჰარონ მონისმა, წარმოშობით ირანელმა. მანამდე სატელევიზიო კადრებზე ჩანდა კაფეში მყოფი, ხელებაწეული რამდენიმე ადამიანი და შავი დროშა არაბული წარწერით. ოპერაციის მსვლელობაში, კაფე სირბილით დატოვა რამდენიმე მძევალმა. იუწყებიან, რომ დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. სიდნეიში მძევლების აყვანით გამოწვეული კრიზისი 16 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG