Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული მუზეუმი: საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლია


საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო დროს, სხვადასხვა კონტექსტით ხშირად ხდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობისა და კომპეტენციის არასწორი ინტერპრეტაცია, რითაც მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაცია ილახება, ყოველივე ეს კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს. მუზეუმის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს პოზიციას, რომ „ჩვენი, გერმანული მხარისა და სხვა, პარტნიორი დაწესებულებების მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს“. საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, მზად არის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში კვლავ განიხილოს სამეცნიერო კვლევების გაგრძელების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG