Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზრდება საპარლამენტო კომიტეტების წევრთა რაოდენობა


პარლამენტი კომიტეტებში დეპუტატთა რაოდენობას გაზრდის. ამჟამად მოქმედი 15-წევრიანი კომიტეტები 17 წევრიანი გახდება, 17-წევრიანი კომიტეტები კი19-იანი. "საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ" დადგენილების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი კახიანმა მოამზადა, რომლის განმარტებითაც, კომიტეტების შემადგენლობის გაზრდის მიზეზი საპარლამენტო ფრაქციებში მომხდარი ცვლილებებია.

XS
SM
MD
LG