Accessibility links

logo-print

ავღანეთში მორიგი ქართული ასეული გაემგზავრა


დღეს მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ავღანეთში ნაკრები ასეულის გამგზავრების საზეიმო ცერემონია ჩატარდა. მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

XS
SM
MD
LG