Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 104 ადამიანი, მათ შორის 84 ბავშვი


პაკისტანიდან იუწყებიან, რომ 104 ადამიანი, მათ შორის 84 ბავშვი დაიღუპა ქალაქ ფეშავარის სკოლაზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, ფერვეზ ხატაკიმ ეს მონაცემები გააცნო ჟურნალისტებს რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შეიარაღებული პირები შეიჭრნენ არმიის საჯარო სკოლაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა. ხატაკის ინფორმაციით, დაჭრილია 80-ზე მეტი ბავშვი. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობებში საუბარი იყო 20-მდე დაღუპულზე, მაგრამ იმასაც აღნიშნავდნენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდებოდა.

XS
SM
MD
LG