Accessibility links

logo-print

რუბლის კურსი ვარდნას განაგრძობს საპროცენტო განაკვეთის გაზრდის მიუხედავად


რუსული რუბლის კურსი მორიგ სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელს მიუახლოვდა მას შემდეგაც, რაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მკვეთრად გაზარდა საპროცენტო განაკვეთი რუბლის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს ერთი დოლარის ფასი 63 რუბლს გასცდა, ცენტრალურმა ბანკმა გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ 10,5%-დან 17%-მდე ზრდის საპროცენტო განაკვეთს. ამას მოჰყვა რუბლის გაძლიერება - დოლართან მიმართებით 60-მდე ჩამოსვლა, მაგრამ დღეს დილას დოლარი ისევ გაძვირდა და მოსკოვში თითქმის 64 რუბლი ღირდა. 15 დეკემბერს რუბლის მკვეთრად გაუფასურების შედეგად, წლევანდელი მაჩვენებლებით, მას ღირებულების თითქმის 50% აქვს დაკარგული. ამით მან გაუსწრო უკრაინულ ვალუტას, ჰრივნას, რომელიც წელს მსოფლიოში ყველაზე მკვეთრად გაუფასურებული ვალუტა იყო.

XS
SM
MD
LG