Accessibility links

logo-print

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული ავღანეთში მიემგზავრება


ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად მიემგზავრება საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული. მისი გაცილების დღევანდელ ცერემონიას ვაზიანის ბაზაზე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მე-4 ბრიგადის ასეული გერმანული სარდლობის ხელმძღვანელობით იმსახურებს ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში. გაცილების ცერემონიაზე გამოსვლისას მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ქართველი ჯარისკაცები თავის სამშობლოსაც იცავენ და ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. თავდაცვის მინისტრმა სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში მონაწილე ყველა ჯარისკაცს და ოფიცერს. „ჩვენ ჯარისკაცებს შესწევთ უნარი, ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეასრულონ საბრძოლო ამოცანები ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

XS
SM
MD
LG