Accessibility links

logo-print

საქსტატი: წლევანდელი საგარეო სავაჭრო ბრუნვა შარშანდელთან შედარებით 7%-ითაა გაზრდილი


საქართველოს წლევანდელი საგარეო სავაჭრო ბრუნვა შარშანდელთან შედარებით 7%-ითაა გაზრდილი - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიონ 359 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. "საქსტატის" განმარტებით, ექსპორტი 0.5%-ით, იმპორტი კი 9%-ითაა გაზრდილი. ამავე სამსახურის მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა. დეტალურ ინფორმაციას "საქსტატი" 24 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG