Accessibility links

logo-print

პაკისტანის სკოლაში თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 130-ს გასცდა


პაკისტანიდან იუწყებიან, რომ შავებში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა 130-ზე მეტი ადამიანი დახოცეს ქალაქ ფეშავარის სკოლაში. მოკლულების უმრავლესობა ბავშვები არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა. ასობით მოსწავლე და მასწავლებელი შტურმის დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში რჩებოდა სკოლაში, საიდანაც სროლის და აფეთქებების ხმა ისმოდა. პროვინციის პრემიერ-მინისტრ ფერვეზ ხატაკის ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, 132 ადამიანი, მათ შორის 125 ბავშვი. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოკლულია ხუთი თავდამსხმელი, ერთმა კი თავი აიფეთქა სკოლის შენობაში. 16 დეკემბერს მოწყობილი თავდასხმა მსხვერპლის რაოდენობით ერთ-ერთი უმძიმესია, რაც კი ექსტრემისტებს პაკისტანში განუხორციელებიათ. პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების წევრები 17 დეკემბერს შეიკრიბებიან ფეშავარში, საგანგებო სხდომაზე.

XS
SM
MD
LG