Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ხედავს მოსკოვის „კონსტრუქციულ“ ნაბიჯებს უკრაინასთან მიმართებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში „კონსტრუქციული“ ნაბიჯები გადადგა უკრაინაში კონფლიქტთან მიმართებით. როგორც კერიმ 16 დეკემბერს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთს სანქციები დაუწესეს იმ მიზნით, რომ შეაწყვეტინონ უკრაინის საქმეებში ჩარევა. ამასთან, კერის თქმით, დასავლეთი არ ცდილობს „რუსი ხალხისათვის ზიანის მიყენებას“. რუსული რუბლის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თვალს ადევნებს ამ პროცესს, რომელსაც იწვევს როგორც დასავლეთის სანქციები, ისე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება.

XS
SM
MD
LG