Accessibility links

logo-print

პაკისტანში 141 ადამიანი დაიღუპა სკოლაზე თავდასხმის შედეგად


პაკისტანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქ ფეშავარის სკოლაში ბოლო მოეღო თავდასხმას, რომლის შედეგადაც დაიღუპა 141 ადამიანი - უმეტესწილად ბავშვები, და დაიჭრა 120 კაცი. დაღუპულთა რიცხვი დაასახელა პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა ასიმ ბაივამ. მისი მონაცემებით, დაღუპულებს შორის არიან 132 მოსწავლე და სკოლის ცხრა თანამშრომელი. სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ ასევე, რომ მოკლულია ცხრა ექსტრემისტი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბანმა. მისი წარმომადგენელი, მუჰამად უმარ ხორასანი აცხადებს, რომ თავდასხმა იყო შურისძიება ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში არმიის სამხედრო ოპერაციისთვის. ამ რეგიონში ძლიერი პოზიციები აქვთ ექსტრემისტებს. ფეშავარში 16 დეკემბერს მოწყობილი თავდასხმის თვითმხილველები ამბობენ, რომ შეიარაღებული პირები განურჩევლად ესროდნენ საკლასო ოთახებში მყოფ ხალხს.

XS
SM
MD
LG