Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და უკრაინამ შეიძლება ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმი რიგის სამიტზე მიიღონ


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა 16 დეკემბერს განაცხადა, რო მევროკავშირმა შეიძლება საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლის ნება დართოს. რინკევიჩსმა, რომლის ქვეყანა გაისად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას ჩაიბარებს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორივეს,უკრაინასაც და საქართველოსაც აქვთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღების შანსი რიგის სამიტზე, გაისად მაისში. ქვეყნებს მსგავსი რეჟიმის მიღების მიზნით, ევალებათ გაატარონ შესაბამისი რეფორმები, სხვათა შორის ევროკავშირთან სამართლებრივ სფეროში მზარდი თანამშრომლობა, სანამ თავისუფალ სავიზო რეჟიმს დაუწესებდნენ. მოლდავეთმა აპრილში მიიღო შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი. ზონაში ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან 22 შედის. მათთან ერთად შენგენის ზონის წევრები არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.

XS
SM
MD
LG