Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიამ უკრაინის კრიზისის გამო ფინანსური სანქციები დააწესა


შვეიცარიამ ფინანსური სანქციები დაუწესა 13 ფიზიკურ პირსა და ხუთ კომპანიას იმისათვის, რომ მათ ხელი შეუშალოს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. სიაში ერთ-ერთია სერგეი კოზიაკოვი, რომელიც დონბასში 2 ნოემბერს გამართულ ე.წ. არჩევნებზე ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. შვეიცარიის მიერ შედგენილ სიაში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ შვეიცარიაში ფინანსურ შუამავლებთან კონტრაქტების დადება. შეზღუდვის დაწესების მიზანია შვეიცარიაში ევროკავშირის გარედან კაპიტალის გადაქაჩვის შესაძლებლობის გადაკეტვა. სიაში მოხვედრილ რუსეთის ბანკებს ახლა დასჭირდებათ საგანგებო ნებართვა შვეიცარიაში გრძელვადიანი ფინანსური ინტრუმენტებით სარგებლობისთვის. მიმდინარე წლის მარტში შვეიცარია არ შეუერთდა უკრაინის კრიზისის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, თუმცა, არც დაურღვევია ისინი. სააგენტო „როიტერზის“ ინფორმაციით, შვეიცარიის გავლით რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტზე გარიგებების 75% ფორმდება, 2012 წლის მონაცემებით კი, შვეიცარიის ბანკებში რუსი მეანაბრეების კუთვნილი 15 მილიარდ დოლარზე მეტი ინახებოდა.

XS
SM
MD
LG