Accessibility links

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ყველა პარტიას მოუწოდებს შეხვედრისკენ


პაკისტანში დაიწყო სამდღიანი ეროვნული გლოვა თალიბანის მიერ 132 ბავშვის მოკვლის გამო. სამშაბათს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში მეამბოხეები სკოლის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში დაიღუპა 141 ადამიანი. პაკისტანის თალიბების თქმით, ეს იყო შურისძიება მთავრობის მიერ რეგიონში წარმოებული სამხედრო ოპერაციისთვის. პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა თავდასხმას „ველურების მიერ მოწყობილი ეროვნული ტრაგედია“ უწოდა და პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიას მოუწოდა, ოთხშაბათს ფეშავარში შეიკრიბონ რეგიონის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ტერაქტი მკაცრად დაგმეს მსოფლიოს მასშტაბით.

XS
SM
MD
LG