Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში მიემგზავრება


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიემგზავრება სტრასბურგში, სადაც 18 დეკემბერს ევროპარლამენტში დაესწრება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას. „ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი“ − ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, აგრეთვე, ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მისცემს სტიმულს, თავადაც დააჩქარონ ასოცირების დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი.

XS
SM
MD
LG