Accessibility links

გიორგი ვოლსკი სტრასბურგში სააკაშვილის მიწვევას „უსიამოვნო ფაქტს“ უწოდებს


ევროპის სახალხო პარტიის წევრების მიერ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის მიწვევას „უსიამოვნო ფაქტი“ უწოდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, უსიამოვნოა ასეთ ღონისძიებაზე ევროპული ფასეულობებისგან შორს მდგომი ადამიანის მიწვევა. „ასე გადაწყვიტა ჩემმა მოგვარემ, სახალხო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თუმცა დასასწრები ადგილია ჩვეულებრივ მოქალაქეთა სექცია და ვნახოთ, სააკაშვილი თავად თუ მოინდომებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ. მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე.

XS
SM
MD
LG