Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი მიესალმება ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მანდატის გაგრძელებას


საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მანდატის გაგრძელებას მიესალმა საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქმიანობას. „როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, მისია წარმოადგენს ვითარების შესაძლო ესკალაციის აღკვეთის ინსტრუმენტს და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტორია“ − ნათქვამია საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებაში. მასში აღნიშნულია, ასევე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირის მისიას არ ეძლევა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის შესაძლებლობა, რაც უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოში სამეთვალყურეო მისიის მანდატის 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 16 დეკემბერს მიიღო.

XS
SM
MD
LG