Accessibility links

გრძელდება რუბლის კურსის ვარდნა


დეკემბრის დამდეგიდან რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის კურსის შენარჩუნებისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, მათ შორის, 2 მილიარდი მხოლოდ ერთ დღეში - 15 დეკემბერს. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას რუბლი განაგრძობდა ვარდნას. დოლარის კურსი რუბლთან მიმართებაში ხუთი რუბლით გაიზარდა და 72 რუბლსა და 50 კაპიკს მიაღწია. რუბლთან მიმართებაში ევრო სამი რუბლით გაიზარდა და 88 რუბლს გადააჭარბა. მაგრამ მოგვიანებით რუბლმა ოდნავ გაიუმჯობესა პოზიციები. Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 60 დოლარზე დაბალია. დღის განმავლობაში დოლარი 80 რუბლამდე გაძვირდა, ევრო კი - 100 რუბლამდე. რუბლი განაგრძობდა ვარდნას მიუხედავად ცენტრალური ბანკის მიერ სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილებისა, 17 პროცენტამდე გაეზარდა ამოსავალი საპროცენტო განაკვეთი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საფინანსო ბაზრებზე შექმნილი ვითარების შესახებცალკე განცხადებას არ გააკეთებს 18 დეკემბრისთვის დაგეგმილ შემაჯამებელ კონფერენციამდე. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

XS
SM
MD
LG