Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დაეხმარება საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი სტეფან ჰეიკინი (მარცხნივ) და "მმართველობა განვითარებისათვის" პროექტის ხელმძღვანელი მილო სტევანოვიჩი.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი სტეფან ჰეიკინი (მარცხნივ) და "მმართველობა განვითარებისათვის" პროექტის ხელმძღვანელი მილო სტევანოვიჩი.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დაიწყო ხუთწლიანი, 19.3-მილიონიანი პროექტი "მმართველობა განვითარებისათვის", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში. "მმართველობა განვითარებისათვის" 2014 წლის 11 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის მიზანია ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო, საბაჟო, ელექტროენერგიით ვაჭრობის პოლიტიკისა და წყლის რესურსების მართვის სფეროებში. პროექტის მთავარი ამოცანაა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის კონსტრუქციული კონსულტაციების კულტურის დანერგვა, რათა გაიზარდოს საზოგადოების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავების პროცესში.

XS
SM
MD
LG