Accessibility links

logo-print

ჰელმანდის პროვინციაში ბანკში აფეთქება მოხდა


17 დეკემბერს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი თავდამსხმელები ქალაქ ლაშქარ გაში მდებარე „ქაბულის ბანკის“ ფილიალში შეიჭრნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა. გუბერნატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორი თავდამსხმელი მოქმედებდა, არის მსხვერპლი, მაგრამ უცნობია რამდენი ადამიანი დაიღუპა. ჰელმანდის პროვინციის პოლიციის უფროსის წარმომადგენელმა ფარიდ აჰმად ობაიდმა განაცხადა, რომ პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა მოაწყო „ოთხმა თალიბმა. ერთმა თავი აიფეთქა და სამი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ბრძოლაშია ჩაბმული“. თვითმხილველთა თქმით, იყო აფეთებისა და სროლის ხმა, დაპირისპირება გრძელდება. ბანკის თანამშრომლებმა, რომლებმაც შენობიდან თავის დაღწევა შეძლეს, ამბობენ, რომ ბანკში ხელფასების ასაღებად იყვნენ მისული სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები.

XS
SM
MD
LG