Accessibility links

logo-print

რუბლმა ერთგვარად გაიუმჯობესა მდგომარეობა სწრაფი ვარდნის შემდეგ


რუბლმა ერთგვარად გაიუმჯობესა მდგომარეობა სწრაფი ვარდნის შემდეგ, მას მერე, რაც მიმდინარე კვირაში 80-ს მიაღწია დოლართან მიმართებაში. 17 დეკემბერს, შუადღისთვის მოსკოვის ბირჟაზე დოლარი 66 რუბლი ღირდა. გაუმჯობესება დაიწყო სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებლის შემდეგ, რომელსაც რუბლმა „შავ სამშაბათად“ მონათლულ 16 დეკემბერს მიაღწია. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, რუბლის გასამყარებლად ის უცხოურ ვალუტას ყიდის. მიმდინარე წელს რუბლმა დოლართან მიმართებაში ნახევარზე მეტი ღირებულება დაკარგა. ამის მიზეზი ძირითადად არის ნავთობის ფასების ვარდნა და უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

XS
SM
MD
LG