Accessibility links

logo-print

ჩინეთი ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნას აპირებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის


ჩინეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას ახალი, 3 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო ფონდი, რომლის მიზანი იქნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩინეთის ყოფნის გაძლიერება. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კესიანმა ამის შესახებ გამოაცხადა ბელგრადში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე. ლის თან ახლავან 200-მდე კომპანიის ხელმძღვანელები. როგორც მოელიან, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერი მოახდენს უნგრეთთან და სერბიასთან ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის მხარის მიერ ბელგრადსა და ბუდაპეშტს შორის სწრაფმავალი რკინიგზის მშენებლობას.

XS
SM
MD
LG