Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე მსგავს თანამდებობაზე დაინიშნა უკრაინაში. უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის, პავლო როზენკოს თქმით, 17 დეკემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ზღულაძე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ზღულაძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. უკრაინის ახალ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტი უკავია კიდევ ერთ ქართველ პოლიტიკოსს, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს; ფინანსთა მინისტრია აშშ-ის მოქალაქე ნატალი იარესკო, რომელიც მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა; ეკონომიკის მინისტრია ლიტველი ბანკირი აივარას აბრამოვიჩიუსი. ყველა მათგანს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა.

XS
SM
MD
LG