Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი ემხრობა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციას


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ მალე მიმართავს პარლამენტს თხოვნით, უარი ითქვას უკრაინის, როგორც ბლოკში გაუწევარიანებელი ქვეყნის სტატუსზე. პოროშენკომ ვარშავაში ვიზიტის დროს, პოლონეთის პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინა დააბრუნოს „ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციის“ კურსზე. მას არ უხსენებია კონკრეტულად ნატო, მაგრამ აღნიშნა, რომ კიევში დაბრუნების შემდეგ, უკრაინის პარლამენტს მიმართავს ბლოკში გაუწევრიანებლის სტატუსის გაუქმების თხოვნით. უკრაინაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს მიღებული კანონით, დაუშვებლად ცხადდება ნატოში უკრაინის გაწევრიანება. პოროშენკომ ვარშავაში ვიზიტისას თქვა ასევე, რომ მისი მიზანია უკრაინამ 2020 წელს მიმართოს ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით.

XS
SM
MD
LG