Accessibility links

პაკისტანის არმიის სარდალი ქაბულს ეწვია ფეშავარში სკოლაზე თავდასხმის მომდევნო დღეს


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და პაკისტანის არმიის სარდალმა, რაჰილ შარიფმა 17 დეკემბერს ქაბულში პირობა დადეს, რომ ერთად იბრძოლებენ „ტერორიზმისა და ექსტრემიზმის“ წინააღმდეგ. პაკისტანელი გენერალი ქაბულს ეწვია ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა 140-ზე მეტი ადამიანი დახოცეს ქალაქ ფეშავარის სკოლაზე თავდასხმისას. დაღუპულების უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა. რაჰილ შარიფთან შეხვედრის შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა, ავღანეთმა და პაკისტანმა ერთად მიმართონ ქმედით ზომებს ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG