Accessibility links

logo-print

დღეს ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.


დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. სხდომაზე ევროპარლამენტი ასევე საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. სტრასბურგში გუშინ გაფრინდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მასთან ერთად გაემგზავრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი. საქართველოს პარლამენტიდან სხდომას დაესწრებიან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე. საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას დაესწრება საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

XS
SM
MD
LG