Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს წერილი გაუგზავნა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესზეა ლაპარაკი. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს ქართველი ხალხის სახელით წინასწარ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უზრუნველყოფს რეფორმების პროცესის გაგრძელებას და შემდგომში ევროპაში ინტეგრაციის პერსპექტივას, რომელიც ხალხმა და ქვეყნის ლიდერებმა განსაზღვრეს.

XS
SM
MD
LG