Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს პასუხი მოსთხოვა ბენზინის ფასების გამო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენციის სააგენტოსგან 10 დღის ვადაში ელოდება პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება საქართველოში ბენზინის ფასის კლება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირდება, თუმცა ეს ქართულ ბაზარზე არ აისახება. „ჩვენდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. ასე რომ, მინდა კონკურენციის საგენტოს ვთხოვო, 10 დღის ვადაში საზოგადოებას წარუდგინოს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG