Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს


საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დაავალა პროკურატურის რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნას. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურა ჩამოყალიბდეს დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად და გაძლიერდეს, მაგრამ ამავდროულად ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, პროკურატურის ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა შესაძლოა, წარიმართოს ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "რომელი მოდელისკენ წავალთ, ეს უნდა გვაჩვენოს მუშაობის პროცესმა, მაგრამ მთავარია, ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთა ნეიტრალიტეტი იქნება ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან არასამთავრობო ორგანიზაციებს პროცესში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG