Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერმა ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დღეს


ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მინდა, მივესალმო ამ ფაქტს და ყველას მოგილოცოთ“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის დღევანდელ სხდომას ობიექტური მიზეზების გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვერ დაესწრებოდა, რის გამოც, საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით, მთავრობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თხოვა ევროპარლამენტში საქართველო წარმოედგინა.

XS
SM
MD
LG