Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელმარ ბროკი: რატიფიკაციის შემდეგ ქვეყანამ უნდა მიიღოს ხელშესახები შედეგები


ევროპარლამენტის სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის მნიშვნელობასა და შემდგომი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელმარ ბროკმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება და ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ ქვეყანამ უნდა მიიღოს ხელშესახები შედეგები, რაც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. გიორგი მარგველაშვილმა ელმარ ბროკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG