Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყდრისის დამცველებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს


საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს. ისინი საყდრისის საბადოზე აფეთქებების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ. „ჩვენ გუშინ პრეზიდენტსაც მივმართეთ, მაგრამ მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს, ირაკლი ღარიბაშვილს კი, როგორც მთავრობის მეთაურს, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ძეგლის დაცვა“, - ნათქვამია წერილში, რომელიც საყდრისის დამცველებმა დღეს გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციას.

XS
SM
MD
LG