Accessibility links

logo-print

ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ლიდერები ყირიმთან მიმართებით სანქციებს გაამკაცრებენ


გავრცელებული მოლოდინით, ევროკავშირის ლიდერები დღეს დაამტკიცებენ აკრძალვას ინვესტიციებზე, რომლის სამიზნეც იქნება კომპანიები და ცალკეული პირები ყირიმის ნახევარკუნძულსა და ქალაქ სევასტოპოლში. ბრიუსელში კენჭისყრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნოემბერში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მიმართ ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას უფრო მკაცრი სანქციებით ესაჭიროება განმტკიცება. აკრძალვის ფარგლებში ევროკავშირის მოქალაქეებს და ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს არ ექნებათ უფლება ყირიმის ნახევარკუნძულზე შეისყიდონ უძრავი ქონება, ადგილობრივ კომპანიებთან ერთად დააარსონ ერთობლივი ფირმები და შეისყიდონ ყირიმში მოქმედი კომპანიები, მათი წილები, თუ სხვა.

XS
SM
MD
LG