Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ლიდერებმა გაამკაცრეს სანქციები ყირიმთან მიმართებით


ევროკავშირის ლიდერებმა დაამტკიცეს აკრძალვა ინვესტიციებზე, რომლის სამიზნეა კომპანიები და ცალკეული პირები სევასტოპოლში და ყირიმის ნახევარკუნძულის დარჩენილ ტერიტორიაზე. აკრძალვა მას შემდეგ შემოიღეს, რაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნოემბერში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მიმართ ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას უფრო მკაცრი სანქციებით ესაჭიროება განმტკიცება. აკრძალვის ფარგლებში ევროკავშირის მოქალაქეებს და ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს არ ექნებათ უფლება ყირიმის ნახევარკუნძულზე შეისყიდონ უძრავი ქონება, ადგილობრივ კომპანიებთან ერთად დააარსონ ერთობლივი ფირმები და შეისყიდონ ყირიმში მოქმედი კომპანიები, მათი წილები, თუ სხვა. ამასთან, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების და ენერგეტიკის სექტორებში იკრძალება ყირიმში რეგისტრირებული ფირმებისთვის საქონლის მიყიდვა, ექსპორტი ან ტრანსპორტირებაევროკავშირში რეგისტრირებული ხომალდების და თვითმფრინავების გამოყენებით. ეს მოიცავს აკრძალვას ნავთობის, ბუნებრივი აირის და მინერალური რესურსების მოპოვება-წარმოებაზე. ტურიზმის სექტორში, ევროკავშირის სამგზავრო გემებს აეკრძალა ყირიმის ნახევარკუნძულის რომელიმე პორტში გაჩერება.

XS
SM
MD
LG