Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მეზღვაურებმა საფრანგეთის პორტი დატოვეს „მისტრალის“ გარეშე


საფრანგეთის პორტი ხომალდ „მისტრალის“ გარეშე დატოვა დაატლანტის ოკეანის მიმართულებით გაემგზავრა გემი, რომელზეც იმყოფებიან რუსეთის მეზღვაურები - კონტინგენტი, რომელიც თვეების განმავლობაში გადიოდა წვრთნებს შვეულმფრენების მზიდ ფრანგულ „მისტრალზე“.ამ ეტაპზე კვლავაც გაურკვეველია, მიაწვდის თუ არა პარიზი „მისტრალს“ მოსკოვს. საფრანგეთის არმიის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის გემს საფრანგეთის პორტი „სამუდამოდ“ არ დაუტოვებია იმ თვალსაზრისით, რომ "მისტრალის" მიწოდების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება კვლავაც არაა მიღებული. 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც რუსეთს ფრანგული წარმოების ორი საბრძოლო ხომალდი უნდა მიეღო, ეჭვქვეშ დააყენა დასავლეთსა და მოსკოვს შორის დაძაბულობამ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების და უკრაინის კონფლიქტში შესრულებული როლის გამო. რუსეთის მეზღვაურები ივნისში ჩავიდნენ საფრანგეთში წვრთნებისთვის.

XS
SM
MD
LG