Accessibility links

logo-print

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, Galt & Taggart-მა და RP Global-მა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა და ავსტრიულმა კომპანია RP Global-მა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო კომპანიებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ი, ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად, სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს" მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე, 30-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას განახორციელებს. ეს იქნება არაკაშხალური ტიპის „მომდინარე წყალზე" დადგმული ჰესი, რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და პროექტის ძირითადი დიზაინი დასრულების სტადიაშია. მშენებლობა მდინარე მესტიაჭალაზე 2015 წლის გვიან გაზაფხულზე იგეგმება და 45 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.

XS
SM
MD
LG