Accessibility links

logo-print

ავსტრალიაში, საცხოვრებელ სახლში რვა გარდაცვლილი ბავშვი იპოვნეს


პოლიციის ცნობით, ავსტრალიის ჩრდილოეთში, ქალაქ მანურის ახლოს, ქეირნსში მდებარე სახლში რვა გარდაცვლილი ბავშვი აღმოაჩინეს. ქუინსლენდის შტატის პოლიციის განცხადებით, პოლიცია კონკრეტულ მისამართზე გამოიძახეს 19 დეკემბერს ქალის სერიოზულად დაშავების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. გამოძახების ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლში რვა გარდაცვლილი ბავშვი დახვდა. მსხვერპლის ასაკი 18 თვიდან 15 წლამდეა. ქალს სამედიცინო დახმარებას უწევენ. პოლიციას არ გააჩნია ინფორმაცია - როგორ დაიხოცნენ ბავშვები. ათეულობით პოლიციელი იმყოფება შემთხვევის ადგილზე.

XS
SM
MD
LG