Accessibility links

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები დახოცეს


პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა დახოცეს „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი და საშუალო რანგის ლიდერები. ვიცე-ადმირალმა ჯონ კირბიმ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ ლიდერების დაკარგვა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს წაართმევს უნარს „წარმართოს და აკონტროლოს ერაყის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია“. „უოლ სტრიტ ჯორნალი“ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ-ის საჰაერო იერიშების შედეგად დახოცილია „ისლამური სახელმწიფოს“ სამი მაღალი რანგის ლიდერი: ერაყში სამხედრო ოპერაციების მეთაური - აბდ ალ ბასიტი, დაჯგუფების ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მოადგილე - ჰაჯი მუთაზი,და „ისლამური სახელმწიფოს“ თვითგამოცხადებული მმართველი მოსულში - რადვინ თალიბი.

XS
SM
MD
LG