Accessibility links

logo-print

დასავლელი დიპლომატები: ირანს მეტი მოქნილობა სჭირდება ბირთვულ მოლაპარაკების დროს.


საფრანგეთის მაღალი რანგის დიპლომატმა, ფილიპ ბერტომ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ირანმა სტრატეგია უნდა აირჩიოს და უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღოს. ბრიტანეთის წარმომადგენელი, მაიკლ ტეთმენი თვლის, რომ ირანის უფრო მოქნილი უნდა გახდეს. გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, დევიდ პრესმანმა თქვა, ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებას, გაუთავებლად, შედეგის გარეშე ვერ გააგრძელებსო. მათი გამოსვლა ჟენევაში მოლაპარაკებათა გარდამავალ რაუნდს მოჰყვა. მათი შეფასება რადიკალურად განსხვავებული იყო რუსეთის პრეზიდენტის, პუტინს ნათქვამისგან. პუტინმა თქვა, რომ თეირანმა ძალიან დიდი მოქნილობა გამოავლინა. გასულ თვეში ირანმა და გაეროს უშიშროების მუდმივმა წევრებმა და გერმანიამ, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო და საბოლოო შეთანხმების მიღწევის ვადად 1 ივლისის დათქვეს.

XS
SM
MD
LG