Accessibility links

logo-print

გადადგა გაზპრომ-მედიის ხელმძღვანელი


რუსეთის სახელმწიფო სამაუწყებლო გოლიათის, გაზპრომ-მედიის ხელმძღვანელმა, მახაილ ლესინმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ლესინმა, რომელიც ადრე ვლადიმირ პუტინის მრჩეველი იყო, და რომელმაც შექმნა „ერ-ტე“ - ახალი ამბების სატელევიზიო ქსელი, განაცხადა, რომ ოჯახური მიზეზების გამო გადადგა. მისი ადგილი, შეიძლება დაიკავოს სოჭის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, დმიტრი ჩერნიშენკომ. ლესინის გადადგომა მოჰყვა აშშ-ში, კალიფორნიაში, გამოძიების დაწყებას ფულის გათეთრების საქმეში, რომელთანაც ლესინია დაკავშირებული. ეხო მოსკვის რედაქტორმა, ელექსეი ვენედიქტოვმა, რომლსაც ახლახან კამათი ჰქონდა ლესინთან, ამ უკანასკნელის მცდელობის გამო, გაეთავისუფლებინა რადიოსადგურის ერთი ჟურნალისტი, გადადგომის შესახებ განცხადებას უდროო უწოდა. გაზპრომ-მედია რუსეთის უდიდესი მედიაკომპანიაა, მფლობელი“ სხვათა შორის „ენ-ტი-ვის“, ჟურნალ იტოგისა და ეხო მოსკვისა.

XS
SM
MD
LG