Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთი მებრძოლები აცხადებენ, რომ გაარღვიეს სინჯარის ალყა


ქურთი მებრძოლები, რომლებსაც ზურგს უმაგრებენ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები, აცხადებენ, რომ გაარღვიეს ალყა ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სინჯარის მთიან რეგიონთან და დაიწყეს იქ მყოფი დევნილების ევაკუაცია. ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, მასრურ ბარზანიმ 19 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ოპერაცია „დიდი წარმატებით“ დასრულდა. ცნობების თანახმად, დევნილები - უმეტესწილად იეზიდთა უმცირესობის წარმომადგენლები - მიჰყავთ ქალაქ დოჰუკში, რომელიც ქურთების ტერიტორიაზე მდებარეობს. იეზიდებმა წელს აგვისტოში შეაფარეს თავი სინჯარის მთებს, როცა ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები იპყრობდნენ ტერიტორიებს ამ რეგიონში, ხოცავდნენ არა-მუსლიმებსა და იტაცებდნენ ქალებსა და ბავშვებს. პენტაგონის განცხადებით, რომელიც მან 18 დეკემბერს, საღამოს გააკეთა, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ბოლოხანს დახოცეს მრავალი ლიდერი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრებიდან.

XS
SM
MD
LG