Accessibility links

აშშ ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს კიბერშეტევაში


აშშ ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს კიბერშეტევაში, რომელიც განხორციელდა ჰოლივუდის სტუდია Sony Pictures-ზე. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოყენებული მეთოდები და ინფრასტრუქტურა ჰგავს ინტერნეტში ჩრდილოეთ კორეის წინა მოქმედებებს. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, მას საკმარისი მტკიცებულება აქვს, რათა დაასკვნას, რომ კიბერშეტევის უკან ჩრდილოეთი კორეა დგას. კიბერშეტევის შედეგად გასაჯაროვდა ათასობით ელექტრონული წერილი და სხვა მასალა. ამასთან, შეტევაში მონაწილეებმა გამოთქვეს მუქარა, რომლის გამოც „სონიმ“ გააუქმა კინოკომედია „ინტერვიუს“ ჩვენების გეგმა. კომედიაში მოთხრობილია შეთქმულებაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ თავდასხმის მოსაწყობად.

XS
SM
MD
LG