Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი გამოდის „სონიზე“ კიბერშეტევის ერთობლივი გამოძიების ინიციატივით


ჩრდილოეთი კორეა აშშ-ს სთავაზობს ერთობლივი გამოძიება ჩატარდეს კომპანია Sony Pictures Entertainment-ის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის გარშემო. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის სახელი დაკონკრეტებული არ არის, 20 დეკემბერს ფხენიანში განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ იცის, რა გზით უნდა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ამასთან, მისი თქმით, ვაშინგტონს „მძიმე შედეგები“ ელოდება იმ შემთხვევაში, თუკი უარყოფს ერთობლივი გამოძიების შეთავაზებას. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 19 დეკემბერს ჩრდილოეთი კორეა დაადანაშაულეს ამ კიბერშეტევაში. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოყენებული მეთოდები და ინფრასტრუქტურა ჰგავს ინტერნეტში ჩრდილოეთ კორეის წინა მოქმედებებს. კიბერშეტევის შედეგად გასაჯაროვდა „სონის“ ათი ათასობით კონფიდენციალური იმეილი თუ ბიზნესთან დაკავშირებული დოკუმენტი. ამასთან, გაძლიერდა მუქარა ტერორისტული აქტის მოწყობის თაობაზე, რამაც „სონის“ უბიძგა გაეუქმებინა ფილმ „ინტერვიუს“ ეკრანებზე გამოტანა. ამ კომედიაში მოთხრობილია შეთქმულებაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ თავდასხმის მოსაწყობად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ „პასუხს გასცემს“ ამ ინციდენტს.

XS
SM
MD
LG