Accessibility links

logo-print

ერაყელი ქურთები კვლავ იუწყებიან ბრძოლაში წარმატებაზე


ერაყელი ქურთების ძალები იუწყებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაში კვლავ წარმატებას მიაღწიეს. ქურთების მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, „ფეშმერგას“ ძალებმა 19 დეკემბერს ექსტრემისტები განდევნეს სნურის რაიონიდან, რომელიც სინჯარის მთის ჩრდილოეთით მდებარეობს. ერთი დღით ადრე ქურთებმა შესძლეს სინჯარის მთაზე შემორტყმული ალყის გარღვევა, რასაც თავად ისინი ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ სუნიტ ისლამისტ ექსტრემისტებთან ომში. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა მიმდინარე წელს დაიპყრეს მოზრდილი ტერიტორიები სირიასა და ერაყში, დახოცეს ან სახლებიდან გამოაძევეს ათასობით შიიტი და არა-მუსლიმი. ამ ეტაპისთვის ექსტრემისტები ჩრდილოეთ ერაყში პოზიციებს თმობენ. ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი პირადად ხელმძღვანელობს მთელი სინჯარის რაიონის დაბრუნების ოპერაციას ერაყის ჩრდილო-დასავლეთში, სირიასთან ახლოს.

XS
SM
MD
LG