Accessibility links

logo-print

ერდოანი: ოპონენტების წინააღმდეგ იურიდიული პროცესი „კანონიერია“


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დადებითად აღწერა მისი თქმით „სუფთა და კანონიერი“ იურიდიული პროცესი მისი ოპონენტების წინააღმდეგ - რომელიც ევროკავშირის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. „როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებ თვალს. ყველაფერი კანონიერია და პროცედურების შესაბამისად ხორციელდება“ - განაცხადა ერდოანმა 20 დეკემბერს სტამბოლში, გამოსვლაში, რომელიც ტელეეთერით გადაიცემოდა. ერთი დღით ადრე სტამბოლის სასამართლომ გასცა ერდოანის აშშ-ში მცხოვრები ოპონენტის, ფეტულა გულენის დაპატიმრების ორდერი. ერდოანი გულენს აშშ-დან „პარალელური სახელმწიფოს“ მართვაში სდებს ბრალს. 19 დეკემბერს გაცემული კიდევ ერთი ორდერის თანახმად, ტერორიზმის ბრალდებით პატიმრობაში რჩებიან გულენის მომხრე ტელევიზიის, „სამანოლუს“ ხელმძღვანელი და კიდევ სამი პირი. გასულ შაბათ-კვირას თურქეთში განხორციელდა რეიდები გულენის მოკავშირეებად აღქმული ჟურნალისტების, სცენარისტების და პოლიციის წინააღმდეგ, რომელთა შედეგად დააკავეს 30-მდე პირი. ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირმა.

XS
SM
MD
LG