Accessibility links

გორის რაიონიდან იუწყებიან სხვადასხვა დროს ორი მოქალაქის დაკავებაზე


გორის რაიონიდან ვრცელდება ცნობები სხვადასხვა დროს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ საოკუპაციო ხაზთან. როგორც იუწყებიან, საოკუპაციო ძალებმა სოფელ წითელუბნიდან დააკავეს 19 წლის ვასილ ხიდაშელი, რომელიც სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა, სოფელ კირბალთან კი დააკავეს 32 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი, რომელიც იქ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. დაკავებულთა ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG