Accessibility links

logo-print

პუტინი: რუსეთის „დაშინება ან იზოლირება“ არავის გამოუვა


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის „დაშინებას“ ან „იზოლირებას“ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შესძლებს. 20 დეკემბერს, მოსკოვში, რუსეთის უშიშროების სამსახურების დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში პუტინმა განაცხადა, რომ ამ სახის მცდელობები საუკუნეების განმავლობაში, მუდმივად ხორციელდებოდა. თუმცა, დასძინა მან, „ვერავინ შესძლებს ჩვენს დაშინებას, ან რუსეთის შეკავებას და იზოლირებას. ეს აქამდე ვერავინ გააკეთა და ვერც მომავალში შესძლებს.“ პუტინი გამოვიდა მოწოდებით გაუმჯობესდეს რუსეთის უშიშროების სამსახურების მუშაობა, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს „თანამედროვე გამოწვევებს და საფრთხეებს“ იმ ფონზე, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორისდაძაბულობაა, მოსკოვის მიერ უკრაინაში შესრულებული როლის გამო. პუტინის თქმით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა და „უცხოეთის სპეცსამსახურების მხრიდან რუსეთზე, ან მის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებზე დარტყმის ნებისმიერი მცდელობის“ პრევენცია.დასავლეთის სანქციების და ნავთობის ფასების შემცირების გამო რუსეთში, როგორც ვარაუდობენ, მომავალ წელს რეცესია იქნება.

XS
SM
MD
LG