Accessibility links

logo-print

პენტაგონი: გუანტანამოდან ოთხი ტუსაღი ავღანეთში გაიგზავნა


პენტაგონის განცხადებით, გუანტანამოს სამხედრო სატუსაღოდან ოთხი პატიმარი ავღანეთში გაიგზავნა. პენტაგონის მიერ 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შავალი ხანის, ხი ალი გულის, აბდულ ღანის და მუჰამედ ზაჰირის გუანტანამოდან გამოშვება გადაწყდა მათი საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ. ვრცელდება აშშ-ის ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვები - რომ ოთხი პატიმარი ქაბულში წუხელ გაგზავნეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით და შემდეგ ავღანეთის მთავრობას გადასცეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ექვსი წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლისას განაცხადა, რომ დახურავდა ამ, კუბის ტერიტორიაზე მდებარე ციხეს და ამის მიზეზად ასახელებდა ზიანს, რომელსაც სატუსაღო ამერიკის საერთაშორისო იმიჯს აყენებს.თუმცა ობამამ პირობა ვერ შეასრულა, ნაწილობრივ იმ წინააღმდეგობისგამო, რომელიც მას კონგრესისგან შეხვდა.

XS
SM
MD
LG